18 მაისი 2024,   15:30
ვრცლად
ევროკავშირი თურქეთთან მიგრაციული შეთანხმების გადახედვას გეგმავს

ევროკავშირი თურქეთთან მიგრაციული შეთანხმების გადახედვას გეგმავს - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრიუსელში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი.

ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან შეხვედრისას მხარეებმა იდლიბში არსებული სიტუაცია და მიგრანტების საკითხი განიხილეს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო თურქეთის თავდაცვისთვის მხარდაჭერას განაგრძობს.

ევროკავშირი და თურქეთი ლტოლვილებთან დაკავშირებით საერთო პოზიციაზე შეჯერებას შეეცდებიან. 2016 წლიდან მიგრაციული შეთანხმების ფარგლებში ოფიციალური ანკარა სირიიდან ევროპისკენ წამოსული ლტოლვილების შეჩერებას უზრუნველყოფდა.

ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთმა მიგრანტებს საზღვრები რამდენიმე დღის წინ გაუხსნა.

დღის ამბები