18 მაისი 2024,   16:00
ვრცლად
აშშ თალიბანთან შეთანხმების ფარგლებში ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატები თალიბანთან შეთანხმების ფარგლებში ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს. 135 დღის განმავლობაში ვაშინგტონი ავღანეთში მყოფი სამხედროების რაოდენობას 12 ათასიდან 8 600-მდე შეამცირებს.

შტატები და თალიბანი ავღანეთში სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ 29 თებერვალს დოჰაში შეთანხმდნენ.

შეთანხმების მიხედვით, ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყანა უნდა დატოვონ, თალიბანი კი პირობას დებს, რომ ტერორისტული თავდასხმები აღარ მოხდება.

დღის ამბები