19 მაისი 2024,   11:33
ვრცლად
კორონავირუსის საფრთხის გამო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით თბილისის გრანპრი გაუქმებულია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, თბილისის გრანპრი გაუქმებულია.

ტრადიციული ტურნირი ოლიმპიურ სასახლეში 27-29 მარტს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების გამო, საერთაშორისო ფედერაციამ რადიკალური ზომები მიიღო.

თბილისში დაგეგმილ ტურნირზე 87 ქვეყანა იყო დარეგისტრირებული. თბილისთან ერთად გაუქმდა ეკატერინბურგის გრანდ-სლემი და ანტალიის გრან-პრი. 30 აპრილამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ყველა ღონისძიება გააუქმა.

დღის ამბები