27 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
2020 წლის არჩევნები კოალიციების შექმნის აუცილებლობას გააჩენს - ოპოზიციონერი ლიდერები

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, არჩევნები კოალიციების შექმნის აუცილებლობას გააჩენს და ეს პერსპექტივა მით უფრო რეალისტურად გამოიყურება მას შემდეგ, რაც განსხვავებული საშინაო თუ საგარეო ვექტორის ადამიანები ერთი კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ ერთ მაგიდასთან აღმოჩნდნენ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას თქმით, არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა არ განიხილება.

"არ განიხილება ახლა არანაირი ერთიანი სიით გასვლა არჩევნებზე. ეს პოლიტიკური ძალები, ვინც "ლეიბორისტულ პარტიაში" იკრიბებიან ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ბევრ საკითხში, იმიტომ, რომ პარტიულად მიიღებენ ცალ-ცალკე მონაწილეობას. კოორდინირება იქნება მაჟორიტარებზე, სადაც ერთმანეთს არ დაუყენებენ, რომ გადავჭრათ ჩვენი ეროვნული ამოცანის ერთი ნაწილი - მშვიდად დავამარცხოთ ივანიშვილის ხელისუფლება პირველივე ტურში.

ამის მერე იქნება კოალიცია, სადაც ერთმანეთისგან განსხვავებულ ხალხს მოუწევს კომპრომისები ერთმანეთთან," - აცხადებს გიგა ბოკერია.

როგორც პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, ეროვნული იდეის გამარჯვების და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით დამარცხების გარშემო ყველა უნდა გაერთიანდეს.

"ჩვენი კარი არის ღია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც უნდა ეს ქვეყანა იხილოს გამარჯვებული. დღეს არის ის დრო, როცა "ლელო" აცხადებს, რომ ეროვნული იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ, ეს ეროვნული იდეა არის გაერთიანების, ყველა დადებითი ძალის და ენერგიის შეკრების," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები