19 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
ივანიშვილის მთავრობა ხალხის ფულს იპარავს -"ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს განცხადება დღეს აჭარის პროკურატურასთან გააკეთა

ივანიშვილის მთავრობა ხალხის ფულს იპარავს - "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს განცხადება დღეს აჭარის პროკურატურასთან გააკეთა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათ ათეულობით კორუფციულ საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

მათივე მტკიცებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მძიმე დასკვნების მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოს მიერ ყველა საქმე უგულებელყოფილია.

ოპოზიცია ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს პროკურატურის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები