06 მაისი 2024,   00:12
ვრცლად
გომბორის უღელტეხილზე ხანძარია - ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია

ხანძრის კიდევ ერთი კერაა გომბორის ქედზე. ცეცხლი ტყის მიმდებარედ, ქვედა საფარს უკიდია.

მეორე დღეა ადგილზე საგარეჯოს და თელავის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, თუმცა ლოკალიზება ვერ ხერხდება.

საგარეჯოს მერიაში ამბობენ, რომ ცეცხლის მოსახლეობამდე გავრცელების საშიშროება არ არის, თუმცა ცეცხლი რელიეფურ ადგილზეა და ქრობის სამუშაოები გართულებულია.

სტიქიის ზონაში  მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული.

დღის ამბები