18 მაისი 2024,   15:59
ვრცლად
ხალხისგან დაცლილი ქუჩები, კაფეები, ტრანსპორტი - ფოტოები იტალიიდან, რომელიც დღეიდან წითელ ზონად გამოცხადდა

კორონავირუსის გამო იტალია ე.წ. წითელ ზონად გამოცხადდა. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაწესდა. დღეიდან 3 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა საზოგადოებრივი შეკრებები.

"ყველა მოქალაქეს ჩემთან ერთად აკისრია პასუხისმგებლობა. დარჩით სახლში. იტალიის მომავალი ჩვენს ხელთაა. შეზღუდვები არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მოსახლეობა შეძლებს სამსახურში სიარულს. კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯებისთვის ბიუჯეტიდან 7-ნახევარი მილიარდის გამოყოფა უკვე მოვითხოვეთ. შესაძლოა ეს თანხა გაიზარდოს," - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.

იტალია ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაიღუპა 97 და ვირუსი დაუდასტურდა 1800-მდე ადამიანს.

საერთო ჯამში, ქვეყანაში "კოვიდ 19"-ით ინფიცირების 9 000-ზე მეტი შემთხვევა და გარდაცვალების 463 ფაქტი ფიქსირდება.

 

Buzzfeed-ის ფოტოები

დღის ამბები