18 მაისი 2024,   15:39
ვრცლად
ალკოჰოლური მოწამვლით ირანში 36 ადამიანი დაიღუპა - ისინი კორონავირუსისგან თავის დაცვას ცდილობდნენ

ქალაქ აჰვაზში კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლის მიღების შედეგად 36 ირანელი გარდაიცვალა, ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს. 

ირანში უხარისხო ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევები გაიზარდა, რაც დაკავშირებულია დეზინფორმაციასთან, რომ ალკოჰოლი მოსახლეობას კორონავირუსისგან იცავს.  

ადგილობრივ სააგენტო IRNA-სთან ინტერვიუში აჰვაზის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ალი ეჰსანპურმა განაცხადა, რომ კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლის მოწამვლით საავადმყოფოებში 270 ადამიანი მკურნალობს.

სამართალდამცველების ცნობით, უხარისხო სასმელის გაყიდვის ბრალდებით  7 ადამიანია დაკავებული. 

დღის ამბები