12 მაისი 2024,   14:20
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა პანკისში - თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გაიმართა

თელავის რაიონულ სასამართლოში პანკისში მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე არბი ქავთარაშვილის და რუსლან ხანგოშვილის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. მოწმის სახით, ახმეტის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი მიხეილ ბერძენიშვილი დაიკითხა, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა. 

კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა დეტალურად აღწერა გასული წლის 27 ნოემბერს სოფელ საკობიანოსთან განვითარებული მოვლენები. 

სხდომას ესწრებოდნენ ორივე ბრალდებული და მათი ოჯახის წევრები. შემდეგი პროცესი 17 მარტს განახლდება.

შეგახსენებთ, გვარებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.

დღის ამბები