07 მაისი 2024,   05:51
ვრცლად
რამდენიმე დღეში საქართველოს კორონავირუსის სწრაფი ტესტები ექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით,  რამდენიმე დღეში საქართველოს კორონავირუსის სწრაფი ტესტები ექნება. მისი თქმით, ამ ტესტებს საქართველოს ჩინეთი გადმოსცემს. 

"დღეს სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ ვიცით, რომ აპრილის ბოლოს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კომპანიის, რომელიც ჩვენთან ტუბერკულოზზე და შიდსზე მუშაობს, ტესტ-სისტემები დამზადდება, ეს არის ძალიან ადვილი სახმარი კარტრიჯები, რომელიც 1 საათში გვაძლევს პასუხს. ჩვენ გვიდგას ამ ტესტ-სისტემებისთვის 45 აპარატი ქვეყანაში. ეს აპარატები დეცენტრალიზებულია, ყველა რეგიონში გვაქვს. ასევე, ჩინეთმა გააკეთა სწრაფი ტესტები, რომელსაც ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია გადმოგვცემს საჩუქრად, დაახლოებით, 1000 ტესტს, გუშინ მივიღე ეს წერილი. თუმცა, მათგან არცერთი ჯერჯერობით არ არის ვალიდირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ამიტომ ჩვენ ამ ტესტებზე ვართ ფრთხილად, თუმცა ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად მიდის და  არ გაგვიკვირდეს, რომ ძალიან მალე გვქონდეს ვალიდირებული სწრაფი ტესტი" , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები