19 მაისი 2024,   11:45
ვრცლად
ევროპელი დეპუტატები საარჩევნო სისტემასთან დაკავშრებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის გაფორმებულ მემორანდუმს მიესალმებიან

ევროპელი დეპუტატები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის გაფორმებულ მემორანდუმს მიესალმებიან. წერილს ხელს 4 დეპუტატი აწერს: დევიდ მაკალისტერი, მარინა კალირანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ვონ კრამონ ტაუბადელი​.

„გასულ კვირას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშველოვანი მოვლენა მოხდა, რადგან ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ურთიერთგაგების მემორანდუმზე შეთანხმდნენ, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემას განსაზღვრავს.

ხელშეკრულება ითვალისწინებს 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს შემდეგი სისტემით, 120 პროპორციული და 30 მაჟოროტარული მანდატით, რომლის თანახმად არც ერთ პარტიას, რომელიც მიიღებს ხმათა 40%-ზე ნაკლებს, არ შეეძლება შექმნას საკუთარი უმრავლესობა, ხოლო საარჩევნო ბარიერი 1%-ს შეადგენს.
გვსურს, მივულოცოთ  ამ რთული დიალოგის ყველა მონაწილეს, რადგან მათ პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესები დააყენეს. მადლობას ვუხდით იმ დიპლომატებს, რომლებმაც თავიანთი შუამავლობით ამ დიალოგს ხელი შეუწყვეს, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს.

მოხარულები ვართ აღვნიშნოთ , რომ ხელმომწერები ვალდებულები არიან ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ინტერპრეტირებული იქნება როგორც საქართველოს საარჩევნო ან სასამართლო სისტემის არასათანადო პოლიტიზირება. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ ნდობის აღდგენის მნიშვნელობას სასამართლო სისტემის მიმართ და გავაჟღეროთ მოწოდება, თავიდან იქნას აცილებული საკვანძო პოზიციებზე ისეთი დანიშვნები, რომელიც ხელს არ შეუწყობს ამ პროცესს. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, რომ არსებული შეთანხმება სრულად განახორციელონ და პარლამენტის მიერ შესაბამისი კონსტიტუციური ცლილებების სწრაფად მიღება უზრნულველყონ. მოვუწოდებთ, რომ მომავალი არჩევნებისთვის გათვალისწინებული იყოს ეუთო / ODIHR- ის რეკომენდაციები, რაც გადამწყვეტი იქნება საქართველოში პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის და დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის.  გვსურს შეგახსენოთ, რომ პლურალისტული და ბალანსირებული მედია უმთავრესია წარმატებული საარჩევნო პროცესისთვის," - წერია განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღის ამბები