20 მაისი 2024,   09:55
ვრცლად
კორონავირუსით საქართველოში ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსით საქართველოში ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 12 წლის მოზარდი იმ 8 პირს შორის არის, რომელსაც ვირუსი ბოლოს დაუდასტურდათ.

დაინფიცირებულია ბავშვის ოჯახის 4 წევრიც, რომლებიც გვიან ღამით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანამდე ისინი 28 თებერვლიდან თვით იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ვირუსის დადასტურება განმეორებითი ტესტის შედეგად მოხდა. ბავშვის დაინფიცირება, სავარაუდოდ, იტალიაში კონტაქტსა და საქართველოში კორონავირუსის ნომერ მეორე შემთხვევასთან არის კავშირში. ერთ-ერთი ახლად დაინფიცირებული ასევე ვარაუდობს, რომ ვირუსის გადადება ფულთან შეხებით მოხდა. 

საერთო ჯამში, ამჟამად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 23 შემთხვევაა დადასტურებული.

დღის ამბები