დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებისა და ფატალური ფაქტების რაოდენობა გაიზარდა. ინფიცირებულთა შორისაა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ნედინ დორისიც. ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 382 გადააჭარბა, გარდაცვლილია 6 ადამიანი.
36 -მდეა გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი ესპანეთში, საფრანგეთში კი გარდაცვალების 33 შემთხვევა დასტურდება. კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა თურქეთში. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ბოლივიაშიც. ბოლო ერთ დღეში ირანში კორონავირუსით 54 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში სულ გარდაცვალების 291 და ინფიცირების 8 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
ამავე დროს, "კოვიდ-19"-ის შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია ჩინეთში.