02 მაისი 2024,   01:44
ვრცლად
წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მეზობლების თქმით, დაზარალებული ოჯახი თბილისში ცხოვრობს. ხის სახლი მთლიანად დამწვარია, საიდანაც მხოლოდ ერთი მაგიდის გამოტანა მოხერხდა.

"ეტყობა მოკლე ჩართვა იყო, არავინ არ იყო შიგნით. თვითონ წასული იყო და მე მოგვიანებით გავიგე, კინაღამ ჩემს სახლსაც მოეკიდა. მთლიანად დაიწვა," - ამბობს მეზობელი.  

 

 

 

 

დღის ამბები