19 მაისი 2024,   05:36
ვრცლად
ნიუ-იორკის მიმდებარედ ჯარი გაგზავნეს - პატარა ქალაქში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

ნიუ-იორკის ხელისუფლებამ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ჯარი გაგზავნა - BBC-ს ინფორმაციით, ნიუ როშელში კორონავირუსის ათობით შემთხვევა დაფიქსირდა. ჯარისკაცები 1.6 კმ-ს რადიუსის მოცულობის საკარანტინო ზონაში მყოფებს საკვებით მოამარაგებენ.

ნიუ-იორკის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს თქმით, ტერიტორიაზე აშშ-ს შემთხვევების ყველაზე დიდი კლასტერია დაფიქსირებული.

ქვეყნის მასშტაბით ახლა 1000-ზე მეტი ინფიცირებულია. ნიუ-იორკში დაავადებას 173 ადამიანი ებრძვის, მათგან 108 სწორედ ნიუ როშელიდან არის.

 

დღის ამბები