ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ვრცელი ნაწილი ეთმობა საქართველოს. მასში 2019 წელს განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი.
ადამიანის უფლებათა ანგარიშში მედიაგარემოს განხილვისას "რუსთავი 2"-ის საქმეც მოხვდა.
"ტელეკომპანიის მიერ მაუწყებლობის განახლების შემდეგ ზოგიერთი მედია ექსპერტი შიშობდა, რომ "რუსთავი 2"-ის რედაქციის შეცვლას შესაძლოა მთლიანი მედია გარემოს თავისუფლება შეეზღუდა, თუმცა დამკვირვებლებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, "რუსთავი 2"-მა მთავრობისადმი კრიტიკულობა შეინარჩუნა," - ნათქვამია დოკუმენტში.