18 მაისი 2024,   20:16
ვრცლად
ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევები იკლებს - ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 ადამიანი დაინფიცირდა

ევროპისგან განსხვავებით კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენციაა ჩინეთში. ქვეყანაში ბოლო 24 საათში ინფიცირების 18 და გარდაცვალების 11 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაღუპულთა რაოდენობა საფრანგეთში 48-მდე, ესპანეთში კი 55-მდე გაიზარდა.

გარდაცვალების პირველი ფაქტები ფიქსირდება ირლანდიაში, ბულგარეთსა და შვედეთში. ინფიცირების შემთხვევები 1 300-ს აჭარბებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქვეყნის მასშტაბით 38 ადამიანია დაღუპული. ვირუსის პრევენციის მიზნით, შტატები 30 დღით ევროპიდან ავიარეისებს შეზღუდავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გუშინ გამოაცხადა.

დღის ამბები