13 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
ლარის გაუფასურებას ექსპერტები მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ

ლარის გაუფასურების ახალ ტალღას ექსპერტები მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.

სპეციალისტების ნაწილი გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში პირველადი მოხმარების საგნებზე ფასის მომატებასაც ვარაუდობს. ექსპერტთა მეორე ნაწილი კი, ფაქტს საგანგაშოდ არ აფასებენ.

"პანიკური რეაქცია აქვს მსოფლიოს, ეს ფაქტია. ამიტომ მსოფლიო ეკონომიკაზე როდესაც დიდი გავლენა აქვს, საქართველო ვერ იქნება იზოლირებული და სამწუხაროდ ეკონომიკურად საკმაოდ მტკივნეულად ვიგრძნობთ სიტუაციას. შესაძლოა ლარი კიდევ გაუფასურდეს, ზოგიერთი სექტორი დაზიანდება და არ იქნება კარგი სიტუაცია," - აცხადებს ფინანსისტი, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიგა ბედინეიშვილი.

"დოლარზე დღეს აჟიოტაჟური მოთხოვნა არ არის და ამან შეიძლება დასაწყისში გაამყარა ის, მაგრამ არის ჯგუფები, რომლებსაც გააჩნიათ სოლიდური რესურსები და ისინი ამ მომენტს ხელიდან არ გაუშვებენ. არ ვფიქრობ, რომ რაიმე საგანგაშო ხდება. სტანდარტული სპეკულაციური ოპერაციებისთვის შესანიშნავი გარემოა შექმნილი და ეს კორონავირუსთან დაკავშირებული რხევა ლარისა, გამოყენებული იქნება ამ მიზნით,"-ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე.

დღის ამბები