13 მაისი 2024,   22:20
ვრცლად
აუცილებელია საშემოსავლო და ქონების გადასახადის დაწევა და საწვავზე აქციზის შემცირება - ჭიაბერაშვილი

მსოფლიო პანდემიის პარალელურად საქართველოში ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ფასი თითქმის 3 ლარია. გაუფასურდა ლარი ევროსთან მიმართებითაც. კომერციულ ბანკებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია კურსი ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუმცა გუშინ საღამოს შემდეგ ნავაჭრი უკვე დღის მეორე ნახევარში აისახება.

ოპოზიციის თქმით, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან.

"როდესაც სჭირდება ეკონომიკას ფისკალური სტიმულირება, უნდა არსებობდეს მყარი რეზერვი და მთავრობამ ეს უნდა გააკეთოს სწრაფად და ეფექტურად, რომ არ მივიღოთ ის მდგომარეობა, რასაც ახლა ლარის ტაბლოებზე ვუყურებთ. აუცილებელია ერთის მხრივ საშემოსავლო და ქონების გადასახადის დაწევა, რომ სამუშაო ადგილების მკვეთრი კლება ავიცილოთ თავიდან და მეორეს მხრივ საწვავზე აქციზის შემცირება," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კორონავირუსის გამო გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ უმრავლესობაშიც.

"ყველა ის ფაქტორი, რომელიც უკვე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია და არის ფაქტორები დოლარის მერყეობასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ რისკის ქვეშ არის. ეს ეხება გადმორიცხვებს, ტურისტების ნაკადს. მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს პანიკა," - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

დღის ამბები