19 მაისი 2024,   11:31
ვრცლად
ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, შესაძლებლობების ფარგლებში დისტანციური შრომის პირობებზე გადავიდეს - პრემიერი

"ახლა პანიკის დრო არ არის, ერთიანობისა და ეფექტური მოქმედების დროა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადა.

პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროტოკოლურ ღონისძიებებს ახორციელებს.

"საქართველოს მთავრობასა და ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში.

ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურასა და კერძო ორგანოს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები