19 მაისი 2024,   08:50
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისის მერია გარკვეული სერვისების მოწოდებაზე შეზღუდვებს აწესებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის მერია შეზღუდვებს აწესებს. უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეებისთვის იზღუდება ისეთი სერვისების მიწოდება, რომელიც დაკავშირებული იქნება ხალხმრავლობასთან და შესაბამისად გაზრდილ რისკთან.

კახა კალაძის რეკომენდაციაა, შესაძლებლობების შესაბამისად სამუშაოები დისტანციურად გატარდეს.

"პირველ ეტაპზე, მერიაში დაგეგმილია იმ ტიპის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომელიც მომსახურების მიღებაც დაკავშირებულია ხალხმრავლობასა და ისეთ გარემოსთან, სადაც შედარებით მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, 13 მარტიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან შეიზღუდება შემდეგი სერვისების მიწოდება: მიწის ლეგალიზაციის თაობაზე განაცხადების მიღება და უფასო იურიდიული დახმარების გაწევა. ასევე, მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომ თანამშრომლებს მისცეთ დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა, თუ არ არის აუცილებელი სამსახურში გამოცხადება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელფასებზე არ აისახება.

სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი ტიპის კომისიების და საბჭოს სხდომები, რომელზე დასწრებაც ჩვენს მოქალაქეებს უწევთ," - განაცხადა კაკა კალაძემ.

დღის ამბები