18 მაისი 2024,   22:00
ვრცლად
NBA-ში 12 მარტიდან დაგეგმილი ყველა თამაში გაურკვეველი ვადით გადაიდო

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საკალათბურთო კლუბის, "იუტა ჯაზის" ფრანგ ლეგიონერს, რუდი გობერს კორონავირუსი დაუდგინდა. "ოკლაჰომასთან" გასამართი მატჩის წინ კალათბურთელები შეამოწმეს და ფრანგის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

გობერი მკურნალობის კურსს ოკლაჰომაში გადის, მისი თანაგუნდელები და "იუტას" პერსონალი კარანტინში არიან მოთავსებულნი. მომხდარის შედეგად NBA-ში 12 მარტიდან დაგეგმილი ყველა თამაში გაურკვეველი ვადით გადაიდო.

პარალელურად კორონავირუსი დაუდასტურდა იტალიაში, ტურინის "იუვენტუსის" მცველ დანიელე რუგანის - ინფორმაცია ტურინულმა კლუბმა თავად გაავრცელა.

"იუვენტუსი" რუგანის საზოგადოებისგან იზოლაციის ყველა ზომას მიიღებს, რათა დაავადების შემდგომი გავრცელება არ მოხდეს. კერძოდ, კლუბი ადგენს იმ პირთა სიას, რომლებსაც მასთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ.

დღის ამბები