19 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
"გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ანგარიშშია მოცემული" - ზალკალიანი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომელიც ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას ეხება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება.

დავით ზალკალიანის განცხადებით, მმართველი გუნდი ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

"ჩვენ ბუნებრივია გამოვიყენებთ მას, რომ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს შემუშავებული ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, შესაბამისობაში იყოს ამ რეკომენდაციებთან. ბუნებრივია, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტიდან მომდინარეობს ამ ანგარიშში, გათვალისწინებული იქნება. მაღალი სტანდარტების დაწესების თვალსაზრისით აღვიქვამთ ამ განცხადებას და ბუნებრივია, მასზე იქნება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება. კიდევ ერთხელ არის დაფიქსირებული ტერმინი ოკუპაცია, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მიუღებლობაზე იქ არსებულ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ეს არის კიდევ ერთი კარგი საფუძველი იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის და ყველა ფორმატი გამოვიყენოთ ამ ტერმინის დამკვიდრებისთვის," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სამთავრობო სააგენტოებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მედიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 2019 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს. 53 გვერდიან ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა, გახმაურებული საქმეები, საპოლიციო ძალების გამოყენების საკითხი და მედიაგარემოა შეფასებულია.

დღის ამბები