19 მაისი 2024,   10:57
ვრცლად
ყველა ანგარიშს, რომელიც ქვეყნდება, ხელისუფლება დეტალურად სწავლობს და აანალიზებს - თეა წულუკიანი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას ეხება, ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ყველა ანგარიში, რომელიც ქვეყნდება და საქართველოს ეხება, ხელისუფლების მხრიდან დეტალურად არის შესწავლილი.

“როგორც ყოველ წელს, სახელმწიფო დეპარტამენტის არა მხოლოდ ეს, არამედ ყველა ანგარიში, რომელიც ქვეყნდება, არის დეტალურად შესწავლილი ჩვენი მხრიდან. ყველა ანგარიში, რომელიც ქვეყნდება, არის გაანალიზებული და ეს კონკრეტული ანგარიში მოწმობს კიდევ ერთხელ იმას, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ერთ ადგილას გაჩერდეს და რეფორმები უნდა გაგრძელდეს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ თუკი შენიშვნები ობიექტურია, ხელისუფლების მხრიდან ის გასათვალისწინებელი იქნება. 

"ბევრი საკითხია გასაანალიზებელი და სიღრმისეულად სანახავი. შენიშვნები თუ არის ობიექტური, რასაკვირველია, უნდა გავითვალისწინოთ. არის საკითხები, რაზეც გვმართებს საუბარი, ვინაიდან არის ისეთი თემები, რომელზეც იქვე მითითებულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციის საფუძველზე გაკეთებულია ესა თუ ის შენიშვნა. ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სამთავრობო სააგენტოებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მედიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 2019 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს. 53-გვერდიან ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა, გახმაურებული საქმეები, საპოლიციო ძალების გამოყენების საკითხი და მედიაგარემოა მიმოხილული. 

დღის ამბები