19 მაისი 2024,   11:45
ვრცლად
ეკონომიკაზე კორონავირუსის ეფექტის შესამცირებლად შემცირდეს გადასახადები - "ევროპული საქართველო" მთავრობას

"ევროპული საქართველოს" ლიდერები კორონავირუსთან დაკავშირებით მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია შემცირდეს გადასახადები, რათა ბიზნესმა შეძლოს ფუნქციონირება.

"ევროპული საქართველოს" წევრები, ეკონომიკური ზარალის შემცირების მიზნით, მთავრობას შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

"ევროპული საქართველოს" ხედვა არის, რომ პირველ რიგში შემცირდეს გადასახადები, და ამ გზით დავეხმაროთ ბიზნესს გადარჩეს და გადაარჩინოს სამუშაო ადგილები. ათასობით ადამიანს ემუქრება სამუშაო ადგილების დაკარგვა, იმიტომ რომ ბიზნესი ვეღარ მუშაობს, - განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები