19 მაისი 2024,   08:33
ვრცლად
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფმა საქართველოში ვიზიტი დაიწყო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფმა საქართელოში ვიზიტი დაიწყო.

დელეგაციის წევრები საკანონმდებლო ორგანოში უკვე შეხვდნენ ფრაქცია "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღებულ შეთანხმებას.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ვიდრე ხელისუფლების მიერ აღებული პირობა არ შესრულდება სამართლებრივი დევნის 9 შემთხვევასთან დაკავშირებით, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარის დაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. 

"სასამართლო სისტემაზეც ვისაუბრეთ და იყო ლაპარაკი საარჩევნო სისტემაზეც, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეა, პრაქტიკულად ყველა დელეგაცია და მომხსენებლებიც მიესალმებიან ორი მხარის შეთანხმებას,"-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკიმ.

დღის ამბები