05 მაისი 2024,   20:13
ვრცლად
იუსტიციის სახლები მოსახლეობას სერვისების ნაწილს დისტანციურად შესთავაზებს

მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო 14 აპრილის ჩათვლით პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისაგან თავისუფალია ყველა - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავევებენ იუსტიციის სახლები.

იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებელი საჭიროების გარეშე, არ მივიდნენ იუსტიციის სახლებში. უწყება მოსახლეობას სერვისების ნაწილს დისტანციურად შესთავაზებს. ამ სერვისების ჩამონათვალი, საზოგადოებისთვის დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

იუსტიციის სახლი, ასევე, მოუწოდებს მოქალაქეებს, თავშეყრის ამ ადგილებში ბავშვებთან ერთად არ მივიდნენ. 

"მოვუწოდებთ ყველას, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავეთ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენრებში ვიზიტებისაგან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც გჭირდებათ გარდაცვალების ცნობა დაკრძალვის პროცედურისთვის, ან - დაბადების მოწმობა ბავშვის სამშობიაროდან გასაყვანად,"-ნათქვამია განცხადებაში.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ შეზღუდვები დაწესდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. უწყების ინფორმაციით, ციხეებში პატიმრების მონახულება იკრძალება. ამის პარალელურად, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პატიმრებს ზარის განხორციელებაზე შეზღუდვები მოეხსნებათ. უფრო დეტალურად ამ პროცედურის შესხებ უწყება დეტლურ ინფორმაციას დღის ბოლომდე გაავრცელებს.

დღის ამბები