13 მაისი 2024,   09:00
ვრცლად
ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

მცირეხნიანი სტაბილურობის შემდეგ ლარი ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარი და 88 თეთრია. მაჩვენებელი უფრო მაღალია კომერციულ ბანკებში. განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკიც. რომელიც ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების მიზეზად, კორონავირუსის გამო შექმნილ გაურკვევლობას ასახელებს. ასევე მიზეზებს შორის დასახელებულია ქვეყანაში ფულადი გზავნილებისა და ტურისტული ნაკადების შემცირება:

"კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით. ეს გაურკვევლობა მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და, მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა. აღნიშნულ გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ერთი მხრივ, კორონავირუსის გავრცელება გლობალურად და საქართველოში, ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს, ნავთობის საერთაშორისო ფასების ვარდნა საქართველოს ნავთობის ექსპორტიორი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებასა და ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს. შედეგად, გაიზარდა სავალუტო შემოდინებების შემცირების რისკები, რაც მოლოდინების არხით შესაბამისად აისახა სავალუტო ბაზარზე. მსგავსი სურათია ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმეტესობაშიც, სადაც ბოლო დღეებში ადგილობრივი ვალუტები უფასურდება," - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში

დღის ამბები