19 მაისი 2024,   12:27
ვრცლად
"გიგა ბოკერიას ვურჩევდი, სანამ განცხადებებს გააკეთებს, წაიკითხოს, რა ცვლილებები შევიდა" - მამუკა მდინარაძე

"ევროპული საქართველოს" წევრის, გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას, კერძოდ, ე.წ. 40%-იან ჩამკეტს ეხება და რომელსაც გიგა ბოკერია ბუნდოვან საკითხად აღიქვამს, ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძემ გიგა ბოკერიას ურჩევს,  პროექტი კარგად წაიკითხოს და მასში შესულ ცვლილებებს გაეცნოს. 

"გიგა ბოკერიას ვურჩევდი, სანამ განცხადებებს გააკეთებს, წაიკითხოს, რა ცვლილებები შევიდა, რა დაიწერა და ასეთ კითხვებს აღარ დასვამს და ბუნდოვანი აღარ იქნება მისთვის, იმიტომ, რომ ცვლილებების მეორე პრიმა მუხლის მესამე პუნქტში წერია, რომ ჩამკეტის ამოქმედების დროს, როდესაც მანდატების რაოდენობა გადაცდება ამ ჩამკეტით გათვალისწინებულ რაოდენობას, ზედმეტი მანდატები გადანაწილდება დანარჩენ პარტიებზე პროპორციულად. ეს მარტივი რამ წერია და ამას უნდა წაკითხვა და არა განცხადებების კეთება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შემდეგ, დღეს გამოიკვეთა კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც "ევროპული საქართველოსთვის" ბუნდოვანია. კერძოდ, საუბარია ე.წ. 40 პროცენტიან ჩამკეტზე და იმ სარგებელზე, რომელიც შესაძლოა ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღოს. 

 

დღის ამბები