19 მაისი 2024,   08:34
ვრცლად
ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიეთითა, რომ ჩვენი სასამართლო არ ფასდება როგორც დამოუკიდებელი - ანა დოლიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა ერთ-ერთი მიმართულებაა, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია საუბარი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ამბობს, რომ მისი და მისი თანაგუნდელების, მხარდამჭერების ბრძოლამ შედეგი მოიტანა, რაც პირდაპირ აისახა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიეთითა ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომ ჩვენი სასამართლო არ ფასდება როგორც დამოუკიდებელი, როგორც თავისუფალი. იუსტიციის საბჭოს საქმიანობა ფასდება როგორც გაუმჭვირვალე, დისფუნქციური, არაპროფესიონალური, დისკრიმინაციაზე დაყრდნობილი და იქ აღწერილია, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებობს კლანი.

მაშინ, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" უნდა დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაახლოებით ორ კვირაში, იმედია, რომ ის გაითვალისწინებს, რომ მას სამუდამოდ შერჩება სწორედ ეს აღწერილობა," - აცხადებს ანა დოლიძე.

დღის ამბები