25 აპრილი 2024,   21:26
ვრცლად
ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები - ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავლენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის სილაბუსებით გათვალისწინებული მასალების ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით მიწოდებას უზრუნველყოფს.

ელექტრონული კომპონენტებით სწავლის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტი დეტალურ ინფორმაციას ვებგვერდისა და ფეისბუქის გვერდის მეშვეობით გაავრცელებს, - აცხადებენ სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

დღის ამბები