18 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საზღვრებზე კონტროლი მკაცრდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საზღვრებზე კონტროლი მკაცრდება. საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან ჩამოსული საქართველოს ყველა მოქალაქე სავალდებულო საკარანტინო რეჟიმს გაივლის. ხოლო ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე, საზღვარზე წარადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას ჩატარებული აქვს კვლევა, ან ისინიც გაივლიან 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს.

გარდა ამისა, უწყება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს რეკომენდაციით მიმართავს, - თავი შეიკავონ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან.

დავით ზალკალიანმა საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საჭიროა შესეაბამისი კოორდინაცია, რის გამოც უწყება საელჩოებსა და ელჩებთან მსგავსი ტიპის კომუნიკაციას ყოველდღიურ რჟიმში განაგრძობს.

დღის ამბები