18 მაისი 2024,   21:44
ვრცლად
ჩინეთში COVID-19-ის შემთხვევები რეკორდულად იკლებს

ჩინეთში COVID-19-ის შემთხვევები რეკორდულად იკლებს, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4 და გარდაცვალების ერთი ფაქტი დაფიქსირდა. ამჟამად ჩინეთში კორონავირუსი 14 ათასზე მეტ ადამიანს აქვს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 62 ათასს აჭარბებს.

შემთხვევები მატულობს ირანში, სადაც გარდაცვლილია 429 ადამიანი. ფატალური შემთხვევების რაოდენობა 86-ს აღწევს ესპანეთში, საფრანგეთში კი 61 პირია დაღუპული. საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ბულგარეთი. COVID-19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ალასკაზე. გარდაცვალების პირველი ფაქტები კი ნორვეგიასა და ინდოეთში დაფიქსირდა. ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს თურქეთში, საფრანგეთსა და ისრაელში. საბერძნეთში კი თეატრები, სავარჯიშო დარბაზები, ღამის კლუბები და სხვა დაწესებულებები დაიხურა.

დღის ამბები