20 აპრილი 2024,   11:41
ვრცლად
გადამწვარი თხილნარი, წიწვოვანი ხეები და ქარსაცავი ზოლი - ხანძარი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში

ხანძარი იყო ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი საღამოს გაჩნდა და რამდენიმე ჰექტარს მალევე მოედო. დამწვარია თხილნარი, წიწვოვანი ხეები და ეკალ-ბარდები. ცეცხლის ლიკვიდირება მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს.

"ამ ადგილას საგაზაფხულო სამუშაოები არ ტარდებოდა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ცეცხლის კერა მისით გაჩნდა, ძალიან ცდება. საქართველოს მასშტაბით ყველა კუთხეში, ყველა რაიონში, რომ ერთდროულად წიწვოვანი მცენარეები იწვის, ეს არის დივერსია. უდიდესი საშიშროების ქვეშ იდგა დღეს მოსახლეობა. ერთი კილომეტრის მანძილით ქარსაცავი ზოლი დაიწვა და ასევე თხილნარი," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დღის ამბები