19 მაისი 2024,   13:49
ვრცლად
ოპოზიციური პარტიები მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებასთან დაკაშირებით მემორანდუმს გააფორმებენ

მოსამართლეების არჩევითობა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება, უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე უცხოური გამოცდილების გამოყენება - ეს ის პუნქტებია, რომლებიც ოპოზიციის მიერ სასამართლო რეფორმის გაუმჯობესებისთვის არის შედგენილი. დღეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები სიმბოლურად, უზენაეს სასამართლოსთან შეიკრიბებიან და მემორანდუმს ხელს მოაწერენ.

"5 ძირითადი პუნქტია, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ვაწერთ ხელს: მოსამართლეების არჩევითობა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება,  უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების დონეზე უცხოელი მოსამართლეების მოწვევა და გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე ამერიკის და ინგლისის პრეცედენტების გამოყენება. მართლმსაჯულების სისტემა დღეს არის ძალიან დაზიანებული, მას არ ენდობა მოსახლეობა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მომავალმა ხელისუფლებამ წინასწარ მოაწეროს თუ როგორი სასამართლო სისტემა ექნება," - აცხადებს პლატფორმა "ახალი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ანა კობახიძე.

დღის ამბები