18 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან 7 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ვირუსის სიმპტომით 12 პაციენტი რჩება. მათგან ხუთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. სხვა პაციენტების ანალიზების პასუხებს კი დღეს ელოდებიან. მათ შორის არის ორი მოქალაქე, რომლებიც იტალიიდან ჩამოვიდნენ და წყალტუბოში იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ქუთაისის კლინიკა "ლჯ და კომპანია - ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის" მთავარი ექიმის თემურ ნადირაძე თქმით, ყველა მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი აღენიშნება და მკურნალობას ბოქსირებულ პალატაში გადიან, თუმცა ავადობის მძიმე მიმდინარეობა არცერთ მათგანს არ აღენიშნება. პაციენტების ნაწილს მოგზაურობის ისტორია აქვს, ნაწილს კი შემხებლობა საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან.

დღის ამბები