19 მაისი 2024,   15:48
ვრცლად
სოფელ მუღანლოში მომხდარი დაპირისპირება - EMC შესაბამის უწყებებს კონფლიქტის სისტემური პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ

სოფელ მუღანლოში ადგილობრივ ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის ე.წ. ბირჟის დაკავების საკითხზე მომხდარ კონფლიქტისას, როგორც ადამიანის უფლებათა და მონიტორინგის ცენტრ EMC-ში აცხადებენ, დარღვეულია ინტეგრაციის საკითხები და არ არის გამოყენებული პოლიციის მხრიდან შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები.

EMC შესაბამის უწყებებს კონფლიქტის სისტემური პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ.

"ამ სოფელში ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფები სოციალურად იზოლირებულად ცხოვრობენ და მათ საერთოობაზე დაფუძნებული კულტურული, თუ სოციალური პრაქტიკები არა აქვთ.

მივმართავთ ერთის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვთხოვთ გამოიყენოს საპოლიციო პრევენციის ზომები. უფრო მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მიიმართება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. მათ ვთხოვთ სამუშაო ჯგუფის შექმნას და სწორედ ასეთი კონფლიქტის გამოცდილების მქონე რეგიონებში ნდობის აღდგენას," - განაცხადა EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძემ.

ადგილობრივ ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი 10 მარტს მოხდა, რომელიც ათეულობით ახალგაზრდას შორის ფიზიკური ძალადობით დასრულდა.

დღის ამბები