13 მაისი 2024,   00:16
ვრცლად
მთავრობამ სებთან და საბანკო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა

ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა მთავრობამ ეროვნულ ბანკთან და საბანკო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან განიხილა. გეგმა მიზნად ისახავს, პანდემიური ვითარების შესაძლო უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას. შეთანხმების მიხედვით, დაწესდება საგადასახადო შეღავათები მოწყვლადი სექტორებისთვის. ასევე, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი, მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენებს, რათა ბიზნესზე ნეგატიური გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს.

"კონკრეტული მიმართულებით გვაქვს გარკვეული შეთანხმებები, რომელზეც დეტალურად ალბათ მომდევნო დღეებში პრემიერი გააკეთებს აქცენტირებას. ეს არის მაგალითად ფისკალური სტიმულირების ღონისძიებები, მოწყვლადი სექტორებისთვის გადასახადების ნაწილში გარკვეული შეღავათების მიცემა,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა.

"ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი აცხადებს, რომ საბანკო სექტორი მაქსიმალური მხარდაჭერისთვის მზადაა:

"ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სექტორები გვესმის რომ დღეს მარტივ მოცემულობაში არ იქნება. შესაბამისად ჩვენ უკვე კონკრეტული სამოქმედო გეგმები გვაქვს დასახული, რომელსაც გავუჟღერებთ ამ სექტორებს და მზად ვართ მაქსიმალური მხარდაჭერისთვის, იმისათვის, რომ ამან ნაკლები გავლენა იქონიოს ბიზნესებზე და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე," - განაცხადა ვასილ ხოდელმა.

"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი ჭელიძის თქმით, სამოქმედო გეგმა შეთანხმებულია და პირველი ნაბიჯებიც უკვე გადადგმულია:

"ბანკებს გვაქვს რაღაც გადაწყვეტილება, რაზეც შევთანხმდით მთავრობასთან ერთად. ნამდვილად არის შეთანხმებული სამოქმედო გეგმა, თუ როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგმულია და მომავალში მეტი კორდინაციაც იქნება," - აღნიშნა გიორგი ჭელიძემ.

დღის ამბები