18 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
თაღლითობის ფაქტი შიდა ქართლში - დაკავებულს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

შიდა ქართლში თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული თანხის სანაცვლოდ მოქალაქეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთის ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ გატანას დაპირდა. მან მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 7 000 აშშ დოლარი. დანაშაული სასჯელის სახით 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში შიდა ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის მეშვეობით დაეხმარებოდა მისთვის სასურველი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთის ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ გატანაში.

აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 7 000 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ალექსანდრე მებონიამ.

დღის ამბები