13 მაისი 2024,   19:34
ვრცლად
"თიბისი" ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

"თიბისი ბანკი" ფიზიკურ პირებს და გარკვეულ ბიზნესს სესხების შენატანზე, სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ასევე პროცენტსაც.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით "თიბისი" უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას. დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ," - აღნიშნულია "თიბისი ბანკის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღის ამბები