18 მაისი 2024,   09:26
ვრცლად
ინფექციური საავადმყოფოში მყოფ 7 პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა

7 პაციენტის ტესტირების შედეგი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა. პასუხები ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან ცოტა ხნის წინ მივიდა.

გუშინ 21 ადამიანის ტესტირება 3 ეტაპად ჩატარდა. პირველი ორი ეტაპის ტესტირების პასუხები გუშინვე იყო და მათ შორის, 1 დადებითი და 13 უარყოფითი პასუხი გამოვლინდა. დღეს კი, კიდევ პასუხი 7 ადამიანზე მოვიდა და შვიდივე ნეგატიური.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტი იმყოფება. კორონავირუსის დადასტურებული 25 შემთხვევიდან, ინფექციურში ამ დროისთვის, 22 პაციენტია. აქ გადის მკურნალობას 25-ე პირიც, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინეს.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 22 პაციენტიდან 7-ს აღენიშნება პნევმონია. მათგან ერთის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა დაავადება არ პროგრესირებს.

სტაბილურად დამაკმაყოფილებელია სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

დღის ამბები