18 მაისი 2024,   22:00
ვრცლად
საბერძნეთი-თურქეთის საზღვარზე არეულობაა - ბერძენმა სამართალდამცველებმა მიგრანტების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

საბერძნეთი-თურქეთის საზღვარზე არეულობა გრძელდება. ბერძენმა სამართალდამცველებმა მიგრანტების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. საზღვართან ბერძნების დასახმარებლად კვიპროსმა და ავსტრიამ სამხედრო ძალები გაგზავნეს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საბერძნეთმა საზღვართან 45 ათასამდე მიგრანტი შეაკავა. მიგრანტების ნაკადი თურქეთიდან ევროპის მიმართულებით მას შემდეგ წავიდა, რაც ერდოღანმა ლტოლვილებს საზღვრის გადაკვეთის ნება დართო.

საკითხის განსახიველად თურქეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები სტამბოლში 17 მარტს შეხვდებიან.

დღის ამბები