12 მაისი 2024,   23:53
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, რომ ლარის კურსი შესაბამის საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ლარის კურსის მიმდინარე ვარდნა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რეაქციაა, რისი დარეგულირებაც ეკონომიკის ზრდის სტიმულირებით მოხდება.

"ლარის კურსი, მოგეხსენებათ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმაოდ სტაბილურად და პოზიტიურად მოძრაობდა. რა თქმა უნდა, ეს არის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაქცია. ეს არის რეაქცია, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად წყნარად, მშვიდად უნდა გადავიტანოთ. ამისთვის, ჩვენ დღეს გვექნება საუბარი ეროვნულ ბანკთანაც, საფინანსო სექტორთანაც და იმ ღონისძიებებთან ერთად, რომელიც ჩვენ ახლა აქ ჩამოვთვალეთ, ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ლარის კურსთან გამკლავებაშიც ეკონომიკის ზრდის სტიმულირება, რასაც ყველანი ერთად ვაკეთებთ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ლარის კურსი შესაბამის საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები