18 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
ლონდონის "არსენალის" მწვრთნელს, მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდგინდა

ლონდონის "არსენალის" მწვრთნელს, მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდგინდა, ამის შესახებ ინფორმაცია ლონდონურმა კლუბმა გაავრცელა. კლუბის პერსონალი, რომელსაც არტეტასთან კონტაქტი ჰქონდა, იზოლირებულია.

15 მარტს დანიშნული მატჩი "ბრაიტონსა" და "არსენალს" შორის გადატანილია.
ჰოკეის ეროვნული ლიგის, "ენ-ჰე-ელის" ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, გაურკვეველი ვადით, შეჩერდა სეზონი. მიზეზი ისაა, რომ კალათბურთში უკვე დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევები, ჰოკეის ლიგა და კალათბურთის ასოციაცია კი რამდენიმე არენას ერთობლივად იყენებს.

ნეპალის ხელისუფლებამ შეწყვიტა ტურისტული ვიზების გაცემა და მთამსვლელებისთვის, რომელთა მიზანი ქვეყანაში მდებარე მწვერვალების დაპყრობა გახლდათ, შეზღუდვები დააწესა. შესაბამისად, მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალ ევერესტზე დაგეგმილი ყველანაირი ექსპედიცია შეწყდა.

დღის ამბები