18 მაისი 2024,   16:29
ვრცლად
პოლიცია სოფელ ხუნევში - ქალი, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია კარანტინში გადაიყვანეს

ხარაგაულში, სოფელ ხუნევში მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს. იტალიიდან დაბრუნებული ქალი წყალტუბოში წაიყვანეს. ოჯახში  ჯანდაცვის წარმომადგენლები და პოლიცია იმყოფებოდა. ქალმა გადაყვანაზე უარი არ განაცხადა.  მისი გაყვანა სოფლიდან ადგილობრივებმა მოითხოვეს, მათი თქმით, მოქალაქე, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა, საფრთხეს წარმოადგენდა.

ჯანდაცვის წარმომადგენლის განცხადებით, მან თვითიზოლაცია გაფრთხილების შემდეგაც დაარღვია, რის გამოც ის კარანტინში გადაიყვანეს.

დღის ამბები