13 მაისი 2024,   00:32
ვრცლად
მილიარდიანი პაკეტი ეკონომიკის სტიმულირებისთვის - მთავრობის ეკონომიკის გუნდი ანტიკრიზისული გეგმის დეტალებზე საუბრობს

ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა დღეს განმარტებები გააკეთეს არა მხოლოდ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, არამედ  სამომავლოდ დაგეგმილ შეხვედრებზეც ისაუბრეს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებთან.

"ქონების გადასახადის და საშემოსავლო გადასახადის გადავადება - ეს არის ყველა ზომის სასტუმროსთვის, ხოლო მცირე სასტუმროები არის კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი, ამიტომ მათთვის დამატებითი ზომა არის საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება. ეს თანხა გამოიყოფა ბიუჯეტიდან  ეს იქნება "აწარმოე საქართველოშის" ფარგლებში გამოყოფილი თანხა. ეს არის 18 ათასზე მეტი სუბიექტი მთლიანობაში. თანხის პროგნოზირება ჯერ რთულია, თუმცა ვფიქრობთ, 3 მილიონის ფარგლებში იქნება," - განაცხადა თურნავამ.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ყველა ის შეღავათი თუ გაზრდილი დანახარჯი ჯამში შეადგენს მილიარდლარიან ე.წ პაკეტს:

"დამატებითი დღგ-ს დაბრუნებას ჩვენ ვახდენთ,  მაგრამ დამატებითად ე.წ ძველი დღგ-ს ვალდებულებების ჩაფარვა და არა მარტო მიმდინარესი, ესეც დამატებითი სტიმულია. ბიუჯეტის კუთხით. ყველა ის შეღავათი თუ გაზრდილი დანახარჯი ჯამში შეადგენს მილიარდ ლარიან ე.წ პაკეტს, რომელიც გამოდგება ეკონომიკის სტიმულირებისთვის," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დღის ამბები