18 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
გორის ჰოსპიტალში მყოფი ადამიანებიდან ორს კორონავირუსი არ დაუდგინდა, 4-ის პასუხი კი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი ადამიანებიდან ორს კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდათ, ოთხი მათგანის შემთხვევაში კი დასკვნა ცნობილი დღის ბოლომდე გახდება. 

გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი, დავით ბარლიანი ამბობს, რომ ჰოსპიტალში საეჭვო პაციენტების რიცხვი გაზრდილია და რაოდენობამ 49 შეადგინა.

"გუშინ აღებულია ორი ტესტი, მოგახსენეთ. დღეის მდგომარეობით, ტესტები უარყოფითია. დღეს ისევ დაგეგმილია ოთხი ტესტის აღება და მოგახსენებთ შემდგომ შედეგებს. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხვალ და ზეგ დაგეგმილია გაწერა პაციენტების, რომლებსაც შეუსრულდათ 14 დღე,“ - განაცხადა დავით ბარლიანმა. 

დღის ამბები