18 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოსულ გემებს და ეკიპაჟის წევრებს ეკრძალებათ ნაპირზე ჩამოსვლა - ივანე აბაშიძე 

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სერთიფიკატების მოქმედების ვადას უხანგრძლივდებათ. ამის შესახებ განცხადება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ. ივანე აბაშიძე ამბობს, რომ ქართველ მეზღვაურებს სერტიფიკატების მოქმედების ვადა სამი თვით გაუხანგრძლივდებათ.

"საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც ვერ ახერხებენ გემიდან ჩამოწერას სხვადასხვა ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გაუხანგრძლივებთ სამი თვით სერთიფიკატების მოქმედების ვადას, იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთება.

ნავსადგურებში, ბოლო 21 დღის განმავლობაში შემოსული მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან  გემებს და ეკიპაჟის წევრებს ეკრძალებათ ნაპირზე ჩამოსვლა და კომუნიკაცია,“ - განაცხადა ივანე აბაშიძემ.

დღის ამბები