18 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ​კორონავირუსთან ბრძოლისთვის 100 ათასი ლარის გაღებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს  

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან ბრძოლისთვის 100 ათასი ლარის გამოყოფასთან დაკავშირებით მზაყოფნას გამოთქვამს. ფედერაცია ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფედერაცია მზადაა, მის ბალანსზე არსებულ სასტუმროში საკარანტინო ზონა მოეწყოს. 

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 100 ათასი ლარის ოდენობით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ასევე, მზად ვართ ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოვაწყოთ საკარანტინო ზონა. 

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, გრძნობს ერთობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ამ კონკრეტული გამოწვევის ერთად დამარცხებაში," - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

დღის ამბები