18 მაისი 2024,   18:49
ვრცლად
სომხეთის პრემიერი ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება

სომხეთის პრემიერ მინისტრი ოჯახთან ერთად სევანში მდებარე აგარაკზე თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკ-ლაივის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ფაშინიანის თქმით, ისინი კორნავირუსთან დაკავშირებით ტესტირებას დღეს გაივლიან. თვითიზოლაციის მიზეზი  ფაშინიანის მეუღლის ანა აკოპიანისა და ბრაზილიის პრეზიდენტის მეუღლის შეხვედრა გახდა, რომელიც 7 მარტს შედგა. მსოფლიო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა. თავად ჟაირ ბოლსონარუ ამ ფაქტს უარყოფს.

დღის ამბები